თავში

მთავრობა ბიზნესთან რეგულაციების შემსუბუქების საკითხს განიხილავს

მთავრობა ბიზნესთან რეგულაციების შემსუბუქების საკითხს განიხილავს
მთავრობა ბიზნესთან რეგულაციების შემსუბუქების საკითხს განიხილავს

მთავრობა ბიზნესთან რეგულაციების შემსუბუქების საკითხს განიხილავს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციისა და სხვა მნიშვნლეოვან საკითხებზე.

თქვენ იცით, რომ გასული წლის განმავლობაში, როდესაც პანდემია იყო პიკში, მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება ბიზნესისთვის, რაზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობდით და რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროგრამა განახორციელა ეკონომიკის სამინისტრომ. დღეს სხვა გამოწვევები გვაქვს, მათ შორის ძალიან აქტუალურად დგას როგორც ვაქცინაციის, ასევე რეგულაციების შემცირების თუ ეტაპობრივი მოხსნის საკითხი, აქედან გამომდინარე, ბიზნესთან კომუნიკაციის აქტიური რეჟიმი, რა თქმა უნდა, გრძელდება“ - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემცირების, საზღვრების გახსნის, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების მოხსნისა თუ ვაქცინაციის მიმართულებით, არის საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში და მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system