თავში

მთავრობა საზოგადოებას და ბიზნესსექტორს მიმართავს

მთავრობა საზოგადოებას და ბიზნესსექტორს მიმართავს
მთავრობა საზოგადოებას და ბიზნესსექტორს მიმართავს

მთავრობა საზოგადოებას და ბიზნესსექტორს მიმართავს, მკაცრად დაიცვან მიღებული მითითებები, რათა ქვეყნის ეკონომიკა მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაუბრუნდეს ნორმალურ ფუნქციონირებას.

გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მექანიზმები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონებში მოქმედ ღია აგრარულ ბაზრობებზე. აღინიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მკაცრად გააკონტროლებს სავალდებულო წესების შესრულებას. როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის აგრარულ ბაზრობებზე დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცირების ნორმები. ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, საკუთარი სპეცტექნიკით, საქართველოს მასშტაბით სასურსათო ბაზრობებზე დეზინფექციას ჩაატარებს. 

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების ადგილობრივ წარმოებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ კუთხით წარმოება უკვე გამართულია და 23 მარტიდან დაიწყება პირბადეების დარიგება 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცებისთვის, შემდეგ კი თანდათან კერძო სექტორის ყველა პრიორიტეტული ჯგუფისთვის, რომელიც უშუალოდ მოქალაქეებს ემსახურება.

ამასთან, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, სავალდებულო, 14-დღიან კარანტინს გაივლის. შესაბამისი საკარანტინო სივრცეები მობილიზდება. 

შეხვედრაზე, განაცხადეს, რომ მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შენელება, შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება გაწერილი გეგმის შესაბამისად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system