თავში

მთავრობა ცდილობს, საავადმყოფოები გამოიყენოს მძიმე პაციენტებისთვის - მეზვრიშვილი

მთავრობა ცდილობს, საავადმყოფოები გამოიყენოს მძიმე პაციენტებისთვის - მეზვრიშვილი
მთავრობა ცდილობს, საავადმყოფოები გამოიყენოს მძიმე პაციენტებისთვის - მეზვრიშვილი

ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ისე კოვიდსასტუმროებში ინფიცირებულებს ზედამხედველობენ ექიმები, ბინაზე და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმების მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ საავადმყოფოები გამოიყენოს მძიმე და ქრონიკული დაავადების მქონე ინფიცირებულებისთვის.

„კოვიდინფიცირებულების მკურნალობა კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით, გრძელდება ბინაზე და კოვიდსასტუმროებში. ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები დაისვა ბოლო დღეების განმავლობაში და ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ისე კოვიდსასტუმროებში ამ ადამიანებს ზედამხედველობენ ექიმები, ბინაზე და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმების მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ მკურნალობს საავადმყოფოში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საავადმყოფოები გამოვიყენოთ მძიმე და ქრონიკული დაავადების მქონე ინფიცირებულებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასაკში არიან და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საავადმყოფოში მკურნალობა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა არის და ეს ზრდა გაგრძელდება ჩვენთანაც, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში და ჩვენ ვაგრძელებთ მართვის პროცესს, მათ შორის, კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system