თავში

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის საზოგადოებისთვის მაგალითი გახდება - ტიკარაძე

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის საზოგადოებისთვის მაგალითი გახდება - ტიკარაძე
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის საზოგადოებისთვის მაგალითი გახდება - ტიკარაძე

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის საზოგადოებისთვის მაგალითი გახდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადა, სადაც დეპუტატების ვაქცინაციის პროცესს აკვირდებოდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან მზაობა და სანდოობა ვაქცინაციის მიმართ იზრდება, რაც მოსალოდნელი იყო.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის საზოგადოებისთვის მაგალითი გახდება, რაც საზოგადოებაში ვაქცინაციას გაზრდის. ვაკვირდებით, ომ ბოლო პერიოდში მინისტრების ჩართულობა აქტიურია. ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების ჩართულობა, ვინაიდან ისინი არიან ხიდი ჩვენს საზოგადოებასთან და დარწმუნებული ვარ, გაააქტიურებს ამ პროცესს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system