თავში

მთავრობამ რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო

მთავრობამ რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო
მთავრობამ რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიური ვითარების გამო მთავრობამ რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

"როგორც კი ადამიანი ხვდება საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა მძიმეა ან კრიტიკული, მისი მართვა უკვე საერთო საქმეა, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ვთვლით, რომ რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფის გაკეთება იქნება სწორი. რა თქმა უნდა, კლინიკური ჯგუფის ის ცოდნა, რომელიც დაგროვილია, ყველამ უნდა გამოვიყენოთ. პირველი ტალღის წარმატებას ჰყავდა თავისი გმირები და სახეები; ახლა შევდივართ მეორე ტალღაში, სადაც სხვა რიგის პრობლემები დგას და უნდა გაჩნდნენ ახალი გმირები, რომლებიც ამ ღირსეულ კოჰორტას უნდა შეემატონ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ყველას მოუწოდა, მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით – Stop Covid, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ აფრთხილებს.

რეანიმატოლოგთა ჯგუფს თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს, რომელმაც კრიტიკული პაციენტების მდგომარეობა უნდა მართოს. ცვლილებების მიღება მთავრობამ covid 19-ის პანდემიის მეორე ტალღის შედეგად მიღებული პრობლემების გამო გადაწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system