თავში

მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივდა

მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივდა
მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივდა

მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივდა. 

პარლამენტმა 78 ხმით 22-ის წინააღმდეგ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მიიღო, რომლითაც პანდემიის მარეგულირებელი მუხლების მოქმედების ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება.

აღნიშნულ კანონში ცვლილება თავდაპირველად 2020 წლის 22 მაისს შევიდა, როცა მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს დროებით მიენიჭათ უფლებამოსილება, პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო წესები და ღონისძიებები დაედგინათ. თავდაპირველად ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი განისაზღვრა, რომელიც 2021 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა, ხოლო შემდგომ 2021 წლის 1 ივლისამდე. აღნიშული კი გულისხმობს, რომ 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ იმოქმედებს პანდემიით გამოწვეული ვითარებისთვის დადგენილი დროებითი ნორმები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system