
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ექიმი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ეხმაურება.
"მთავრობავ,
საქალაქო ტრანსპორტი კი არ უნდა გააჩერო, მაქსიმალურად უნდა დაუმატო ავტობუსები და მხოლოდ იმდენი ადამიანი აუშვა დაახლოებით, რამდენიც სკამია და მკაცრად გააკონტროლო ნიღბები. მძღოლის კაბინასთან უნდა იდოს ყუთი ნიღბებით და ყველა უნიღბოს გადაეცეს.
ცოდოა ხალხი. რითი იარონ უბრალო მოქალაქეებმა?
იგივე უნდა მოხდეს მეტროშიც.
სრული გაჩერება გამოიწვევს წარმოუდგენელ საცობებს და ამ ხალხს გადაამისამართებთ კერძო მანქანების კიდევ უფრო მცირე სივრცეში", - წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.