თავში

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება
მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც მთავრობის სხდომა რამდენი წუთის წინ დასრულდა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მართავენ. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის შენობის შესასვლელზე ბოქლომის დადებას გეგმავენ. ისმის შეძახილები - "სირცხვილია". სამოქალაქო აქტივისტები მმართველი გუნდის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 2020 წელს საქართველოში არჩევნები ე.წ შერეული სისტემით გაიმართება.

"დღეს მთავრობის კანცელარია დაბოქლომდება. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს,"- განაცხადა report.ge-სთან საუბრისას, აქციის მონაწილე ბეჟან თოფურიამ.

როგორც report.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ადმინისტრაციის შენობის შესასვლელებთან განლაგდნენ. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელს მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა, დავით ქაცარავამ გუშინ ბოქლომი დაადო. აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორებთან ერთად ოპოზიციის მხარდამჭერებიც იმყოფებოდნენ.

გუშინ ასევე ბოქლომი დაადეს გენერალური პროკურატურის შესასვლელს თბილისში. მსგავსი პერფორმანსი გაიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთანაც.

ე.წ "ბოქლომების ომი" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ წამოიწყო, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ბოქლომი მას შემდეგ დაადო, რაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ის ჯაჭვი და ბოქლომი მიიტანა, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი შესასვლელი იყო ბლოკირებული. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჯაჭვი და ბოქლომი სიმბოლურად დაუბრუნა ოპოზიციას იმისთვის, რომ მათ არ დაავიწყდეთ, რომ ვერასდროს მოახერხებენ პარლამენტის პიკეტირებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system