თავში

მთავრობის წევრები 2 თვე იყვნენ უხელფასოდ, 200 ლარს აიღებენ? - კახი მამულაშვილი

მთავრობის წევრები 2 თვე იყვნენ უხელფასოდ, 200 ლარს აიღებენ? - კახი მამულაშვილი
მთავრობის წევრები 2 თვე იყვნენ უხელფასოდ, 200 ლარს აიღებენ? - კახი მამულაშვილი

პროდიუსერი კახი მამულაშვილი კორონავირუსის გამო, საქართველოში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო ხალხს არ უსმენს. 

"სახელმწიფო როცა არ გელაპარაკება და თვითონ წყვეტს ყველაფერს, ეგოისტურად, იმიტომ არის ძალიან დიდი პრობლემები. შეიძლება ადამიანებს არ დაეთანხმო, იგივე რესტორნის, შოუბიზნესის სექტორს, ჩვენ ვართ ორგანიზაციები, რომელსაც სახელმწიფო საერთოდ არ ეხმარება.

ჩვენ უნდა მოგვისმინოთ, იმიტომ, რომ ჩვენ ვიხდით გადასახადებს და იმით გაქვთ ხელფასები. მაშინ ასე გავაკეთოთ, მთავრობის წევრები, დეპუტატები 2 თვე იყვნენ უხელფასოდ. 200-200 ლარს აიღებენ ყოველთვე? დადგნენ ჩვენ მდგომარეობაში და არავინ აღარაფერს აღარ იტყვის. როცა შენ სხვა ეუბნები, რომ შენ ასე უნდა იცხოვრო და ბოდიში, მე საჯარო მოხელე ვარ და მე ასე უნდა ვიცხოვრო, ასე არ გამოვა. ადამიანების პროტესტიც ამიტომ არის, რომ არ მოსწონთ ასეთი რაღაცები. თუ ყველანი ერთნი ვართ, მსგავსად უნდა ვიყოთ, თუ არა ვართ ერთნი, მაშინ რაღაც საშუალება უნდა მომცე,თუ არ მაძლევ მუშაობის საშუალებას, ბოდიში, ის 200 ლარი მე ვერ დამეხმარება", -განაცხადა კახა მამულაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system