თავში

მთელი კვირა სიცხიანი დადიოდა სამსახურში - რას წერს კორონავირუსით გარდაცვლილის შვილი

მთელი კვირა სიცხიანი დადიოდა სამსახურში - რას წერს კორონავირუსით გარდაცვლილის შვილი
მთელი კვირა სიცხიანი დადიოდა სამსახურში - რას წერს კორონავირუსით გარდაცვლილის შვილი

გუშინ, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის შვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ პაციენტი სრულიადნ ჯანმრთელი იყო და ექიმების მიერ ჩამოთვლილი დაავადებები სწორედ კორონავირუსის ფონზე განვითარდა. 

მისივე თქმით, პაციენტი 1 კვირის განმავლობაში სამსახურში ტემპერატურით დადიოდა. 

"რატიანი რასაც ამბობს ეს გართულებები ამის ნიადაგზე განუვითარდა და არა მანამდე! და კი ეს დაავადება ნამდვილად არსებობს და ასეთი სიცოცხლით სავსე, უკეთილესი ადამიანებიც ეწირებიან მას!! ნუ იქნებით დაუნახავები და გაუფრთხილდით თქვენს ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს! გამოიჩინეთ სიფრთხილე. მე კი სიტყვები არ მყოფნის როგორ მტკივა ჩემი ზურიკო, ჩემს გულს და სულს ვატან" - წერს გარდაცვლილის ქალიშვილი. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით მეთოთხმეტე პაციენტი გუშინ გარდაიცვალა. 66 წლის მამაკაცი ე.წ "ეროვნული ბანკის" კლასტერიდანაა. ის ბანკის საცავში მუშაობდა. პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

როგორც Report.ge-ს კლინიკაში განუცხადეს, პაციენტი პირველივე დღიდან რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, რადგან ვირუსის ფონზე პძიმე პნევმონია ჰქონდა განვითარებული. მისივე თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა ფილტვის მწვავე უკმარისობა, რეპირატორული დისტრეს სინდრომი, ჰქონდა ჰიპერტენზია, სეფსისი, სეპტიური შოკი და ის პოლიორგანული უკმარისობით გარდაიცვალა.  პაციენტს ბოლო დროს COVID-19 აღარ ჰქონდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system