თავში

მთელი მსოფლიო არეულია და ნუ გიკვირთ, შეიძლება მეც ვიყო მათ შორის - მეუფე იაკობი

მთელი მსოფლიო არეულია და ნუ გიკვირთ, შეიძლება მეც ვიყო მათ შორის - მეუ
მთელი მსოფლიო არეულია და ნუ გიკვირთ, შეიძლება მეც ვიყო მათ შორის - მეუფე იაკობი

მთელი მსოფლიო არეულია და ნუ გიკვირთ, რომ ჩვენთანაც არეულები დადიან აქეთ-იქეთ. შეიძლება მეც ვიყო მათ შორის ერთ-ერთი, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა განაცხადა.

იაკობის თქმით, სანამ ღმერთი მოგვკითხავს თითოეულს, ჯობს ერთმანეთს დაველაპარაკოთ მშვიდობიანად.

"რამდენი წელი ვიძახდი - შევრიგდეთ, შევრიგდეთ, მაგრამ შერიგება უნდა მოხდეს ეკლესიაში. როცა ვამბობდი შერიგებას, ეკლესიაში ვეძახდი ყველას, რომ ეს ეკლესიაში მომხდარიყო, იმიტომ, რომ შეიძლება ისეთი რამ გვქონდეს სათქმელი ერთმანეთთან, გარეთ გამოტანა არ ღირდეს. როგორც ღმერთი ინახავს ჩვენს ცოდვებს და არ ანახებს თუ ვინ ვართ, ასევე შეიძლება არ იყოს საჭირო, რომ ერთმანეთს წამოვაძახოთ. როცა ეკლესიაში ვიქნებით, სათქმელსაც ადვილად ვეტყვით და არა მგონია, ღირსება ვინმეს შევულახოთ. მძიმე სათქმელს ყველას ეტყვი და მერე გარეთ საქმე აკეთონ. შერიგება და ერთად ყოფნა სადაც ხდება, იქ უნდა მიხვიდე. ყველამ უნდა ავიტანოთ ის, რამეთუ გვაქვს დაშავებული, სანამ ღმერთი მოგვკითხავს თითოეულს, ჯობს ერთმანეთს დაველაპარაკოთ მშვიდობიანად და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ იმ გზაზე, სადაც ასეთი სიღარიბე არ იქნება", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system