თავში

"მთელ ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე?" - ვის მიმართავს ანდრია ჯაღმაიძე

"მთელ ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე?" - ვის მიმართავს ანდრია ჯაღმაიძე
მთელ ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე? - ვის მიმართავს ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თეოლოგ ლადო ნარსიას ფეისბუქპოსტს ეხმაურება, რომელშიც ნარსიამ ჯაღმაიძე "ქართული ოცნების" ოპერიდან "რუსეთის ბოლო აკორდად" მოიხსენია. 

"მადლობა ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ლადო ნარსიას, რომლისთვისაც ბოლო ორი წელია რუსეთის აგენტად ვიქეცი, მანამდე პრობლემა არ ჰქონდა ჩემთან ურთიერთობაში. ეხლა დაუფარავად განაცხადა ეს.

შეკითხვა მაქვს ლადოსთან, როცა ვმეგობრობდით მაშინაც ვიყავი რუსეთის აგენტი, თუ მას მერე ვიქეცი აგენტად რაც რიგ საკითხებში ვერ შევთანხმდით? მეგონა პირად შეურაცხყოფაზე და ცილისწამებაზე გადასვლის სიმდაბლე გესმოდა.

ცილისწამება რაღა არის შენთვის, როგორც ქრისტიანისათვის და თეოლოგისათვის?

მთელს ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე? არ მეგონა რომ ასეთ დაბალ შეფასებას მივცემდი როდისმე შენს საქციელს. 

ნულია დღეიდან შენი თეოლოგიური ანალიზების ფასი.

ჩემს შეურაცხყოფას არ ვჩივივარ, საკუთარი სინდისის წინააღმდეგ რომ წასულხარ, ეგ მაჯავრებს, ვინ დაგიფასებს ასეთ უსინდისობას არც კი ვიცი", - წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system