
ახალციხეში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა. ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს მიღებული შედეგების მიხედვით, COVID-19 ახალციხის ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტებიდან, ერთ-ერთს დაუდასტურდა. ლაბორატორიაში საკვლევად 35 პაციენტის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი.
კოვიდინფიცირებულს გორის ჰოსპიტალში გადაიყვანენ.
პაციენტი ცხელების ცენტრში, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, საკარანტინე ზონიდან შეიყვანეს. ის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არ ცხოვრობს.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში კორონავირუსი პირველად 25 აპრილს, საკარანტინე ზონიდან ცხელების ცენტრში შეყვანილ მამაკაცს დაუდასტურდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 517-მდე გაიზარდა.
კორონავირუსისგან 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.