
გორის მუნიციპალიტეტში, მტკვარში მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ისინი ადგილზე დაკარგული 21 წლის ახალგაზრდას სამძებრო სამუშაოებს ატარებდნენ.
გარდაცვლილის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.