თავში

მტკვარში მეორე ცხედარიც იპოვეს

მტკვარში მეორე ცხედარიც იპოვეს
მტკვარში მეორე ცხედარიც იპოვეს

მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ბარ "ბაუჰაუსის" გაუჩინარებული თანამშრომელი, გიორგი შალამბერიძეა. 

ცოტა ხნის წინ მაშველებმა ბაია ბერუაშვილის ცხედარი იპოვეს, რომელიც სამსახურიდან გიორგი შალამბერიძესთან ერთად გავიდა. 

გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 3 დღის წინ გაუჩინარდნენ. მათი კვალი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სახლთან დაიკარგა.

სამუშაო ადგილი ახალგაზრდებმა 15 აგვისტოს დილის 5:00 საათზე დატოვეს, ისინი შენობიდან გავრცელებული ინფორმაციით, ხელჩანთებისა და სხვა პირადი ნივთების გარეშე გავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი შეტყობინება საღამოს 9:00 საათზე შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system