თავში

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. 

ინციდენტის დროს ოთხი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system