თავში

"მწერდა, ამდენი ხალხი ხართ და როგორ ვერ მშველითო" - რომან ქევხიშვილი

"მწერდა, ამდენი ხალრომან ქევხიშვილი
მწერდა, ამდენი ხალხი ხართ და როგორ ვერ მშველითო - რომან ქევხიშვილი

ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი სოციალურ ქსელში ახლობლის შესახებ წერს, რომელიც 48-დღიანი ბრძოლის შემდეგ კორონავირუსით გამოწვეულმა გართულებებმა იმსხვერპლა. 

როგორც რომან ქევხიშვილი ამბობს, პაციენტი შველას ითხოვდა, თუმცა ყველა უძლური აღმოჩნდა. ჟურნალისტი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. 

"2 მაისს კოვიდი რომ დაუდასტურდა, მაშინ დაიწყო და 48 დღე გაგრძელდა ჯოჯოხეთი...

თავდაპირველად მესინჯერში ვლაპარაკობდით, მერე როცა სუნთქვა გაუჭირდა, გამუდმებით ვწერდით ერთმანეთს, ვიდრე აპარატზე გადაიყვანეს...

ბოლოს მომწერა: ამდენი ხალხი ხართ, როგორ ვერ მშველითო... ძალიან ცუდად გავხდი, ადამიანი შველას ითხოვდა და ვერ ვუშველეთ - უძლური ვიყავით ყველა გარდაუვალი მარცხის წინაშე... 

20 ივნისს, როდესაც რეანიმაციიდან 48 დღიანი კოშმარის დასასრულის სათქმელად დამირეკეს, მას შემდეგ რეალობას გავურბივარ... როცა თბილისში ვარ, აკურაში მგონიხარ - აკურაში ვარ და თბილისში... 

არადა არსადაც აღარ ხარ... თუმცა მაინც ყველგან ხარ - ამ 40 დღეში, არაფერი ყოფილა უშენოდ მარინე... 

და ბოლოს, ჩვენი ათეულობით ფოტოდან, ყველაზე მეტად ეს მიყვარს - ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენ ურთიერთობას, ნდობას, სიყვარულს, მეგობრობას... 

P.S აიცერით ხალხო, გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლესთან ერთად გარშემომყოფებს!" - წერს რომან ქევხიშვილი სოციალურ ქსელში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system