თავში

,,ცოცხალი წიგნები“ - ახალციხეს თანამდეროვე მწერლები ესტუმრნენ

,,ცოცხალი წიგნები“ - ახალციხეს თანამდეროვე მწერლები ესტუმრნენ

ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში, თანამედროვე ქართველი მწერლების 5 კაციანი მობილური ჯგუფი ახალციხეს ეწვია.

მიხო მოსულიშვილმა, შორენა ლებანიძემ, შოთა იათაშვილმა, ცირა ყურაშვილმა და გიორგი კაკაბაძემ თავიანთი შემოქმედება გააცნეს ქალაქ ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეკრებილებს. გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერლების ცხოვრებიდან, უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს. პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ასევე სოფელ აწყურისა და ქალაქ ვალეს კულტურის სახლებშიც.

ღონისძიებაზე აქცენტი გაკეთდა პროექტის განსაკუთრებულ როლზე, წიგნის პოპულარიზაციასა და მომავალი თაობის განვითარებისათვის წიგნიერების მნიშვნელობაზე. მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ ისაუბრა მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ბიბლიოთეკებისა და ახალგაზრდული ცენტრების შესახებ, წიგნადი ფონდის განახლებისა და მათი ხელშეწყობის მიზნით მერიის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

„ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში ეწყობა პოეზიის საღამოები და იმართება დისკუსიები საინტერესო თემებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system