თავში

მცხეთის მერიასთან დაკავებულთა შორის შალვა ნათელაშვილის შვილიცაა

მცხეთის მერიასთან დაკავებულთა შორის შალვა ნათელაშვილის შვილიცაა
მცხეთის მერიასთან დაკავებულთა შორის შალვა ნათელაშვილის შვილიცაა

მცხეთის მერიასთან მოძრაობა გაბედეს წევრებსა და დიმიტრი ხუნდაძის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

სამართალდამცველებმა მოძრაობა "გაბედეს" წევრები დააკავეს, მათ შორის არის შალვა ნათელაშვილის შვილი ბექა ნათელაშვილიც. მცხეთის მერიასთან ამ დრომდე ხმაურია. მოძრაობა "გაბედეს" წევრები მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. 

თავდაპირველად დაპირისპირება "გაბედეს" წევრებსა და მცხეთის მერს შორის დაიწყო, რომელიც აქტივისტებთან შესახვედრად გამოვიდა. ქალაქის მერის განცხადებით ხუნდაძე მცხეთაში არ იმყოფება და აქტივისტებს შენობაში არ შეუშვებენ. 

მცხეთის მერიის შესასვლელთან ამ დრომდე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system