თავში

"მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანის გარდაცვალების გამო" - პრეზიდენტი

"მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანის გარდაცვალების გამო" - პრეზიდენტი
მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანის გარდაცვალების გამო - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ხმების" სოლისტის, ზურა ბაკურაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

"მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანის ანსამბლ "ქართული ხმების" სოლისტის, ზურა ბაკურაძის გარდაცვალების გამო.

ზურას გარდაცვალებამ არა მხოლოდ "ქართული ხმები", არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მუსიკალური კოლექტივი და ანსამბლი დააობლა, კიდევ ერთი გამორჩეული ხმა გამოაკლდა ქართულ მრავალხმიანობას.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ანსამბლ "ქართული ხმების" სოლისტი, ზურა ბაკურაძე უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system