თავში

მწვანე ზონაში, შესაძლოა, ტრანსპორტიც გაიხსნას - ტიკარაძე

მწვანე ზონაში, შესაძლოა, ტრანსპორტიც გაიხსნას - ტიკარაძე
მწვანე ზონაში, შესაძლოა, ტრანსპორტიც გაიხსნას - ტიკარაძე

მწვანე ზონაში შესაძლოა, ტრანსპორტიც გაიხსნას, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, შეზღუდვები ქვეყანაში, რეგულაციების უმკაცრესი დაცვით, ეტაპობრივად მოიხსნება. 

როგორც მინისტრი განმარტავს, კორონავირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანა სამ ზონად დაიყოფა. ე.წ. მწვანე ზონაში კი შეზღუდვები გაცილებით ადრე მოიხსნება, ვიდრე, ყვითელ და წითელ ზონებში.

,,თქვენ იცით, რომ ქვეყნები არის დაყოფილი მწვანე, ყვითელ და წითელ ზონებად. დღესდღეობით ჩვენ საქართველოში რეგიონები გვაქვს დაყოფილი ამ მხრივ. აქედან გამომდინარე, ეს გახსნებიც იქნება ეტაპობრივი საქართველოს მასშტაბით, რეგიონების მიმართულებით და იქნება სხვადასხვა გრადაციის. იმ რეგიონებში, რომელზეც ჩვენ მივუთითებთ, რომ არის მწვანე ზონა, რა თქმა უნდა, გვექნება მეტი საშუალება იმის, რომ როგორც ეკონომიკური საქმიანობა, ასევე განათლების კომპონენტი და შესაძლებელია, ტრანსპორტიც იქნას გახსნილი, თუმცა რეგულაციების უმკაცრესი დაცვით. ყვითელ რეგიონებზე გვექნება სხვა მიდგომა და წითელ რეგიონებზე, რა თქმა უნდა, სხვა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ,,იმედის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system