თავში

"მწვანე პასპორტის" კონცეფცია - ეს არის უსაფრთხო გარემო როგორც მომსახურე პერსონალისთვის, ასევე, ჩვენი ვიზიტორებისთვის" - სასტუმრო "ადამო"

"მწვანე პასპორტის" კონცეფცია - ეს არის უსაფრთხო გარემო როგორც მომსახურე პერსონალისთვის, ასევე, ჩვენი ვიზიტორებისთვის" - სასტუმრო "ადამო"
მწვანე პასპორტის კონცეფცია - ეს არის უსაფრთხო გარემო  როგორც მომსახურე პერსონალისთვის, ასევე, ჩვენი ვიზიტორებისთვის - სასტუმრო ადამო

მომსახურების სფეროს წარმომადგენლები „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის შემოღებას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია, რათა ბიზნესი ძალიან სწრაფ ტემპში დაუბრუნდეს ძველ ნიშნულს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტის უსაფრთხოება, რათა მოვახერხოთ სწრაფ ტემპში ძველი ნიშნულის დაბრუნება. გაგებით ვეკიდები ამ სწორ პოზიციას, იმიტომ რომ ეს არის ყველასთვის უსაფრთხო გარემო - როგორც მომსახურე პერსონალისთვის, ასევე ჩვენი ვიზიტორებისთვის“, - განაცხადა სასტუმრო „ადამოს“ წარმომადგენელმა მაია მიქაშავიძემ.

„მწვანე პასპორტის“ კონცეფცია განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system