თავში

მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ისრაელში ჩვენს მოქალაქეებთან - ზალკალიანი

მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ისრაელში ჩვენს მოქალაქეებთან - ზალკალიანი
მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ისრაელში ჩვენს მოქალაქეებთან - ზალკალიანი

"ძალიან გვაღელვებს ის სიტუაცია, რომელიც შექმნილია ახლო აღმოსავლეთში. რა თქმა უნდა ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც განხორციელდა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. პირველ რიგში, გვაღელვებს ჩვენი თანამოქალაქეების ბედი, რომლებიც ამჟამად ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებიან. საქართველოს საელჩო 24 საათიან სამუშაო რეჟიმში იმყოფება, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან, ამოქმედებულია ცხელი ხაზი",- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ განაცხადა. 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის სურვილს წარმოადგენს რეგიონში სიტუაციის განმუხტვა, რათა მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა მშვიდობიან გარემოში გააგრძელოს ცხოვრება. 

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელში განვითარებული მოვლენების შედეგად მსუბუქად დაშავდა საქართველოს მოქალაქე.

"მან მიიღო ძალიან მცირე დაზიანება,მაგრამ მინდა დავამშვიდო ყველა, მათ შორის მისი ოჯახის წევრები, საელჩო არის მასთან კომუნიკაციაში, არანაირი გართულება არ არის და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, იგი უკვე გამოწერილია საავადმყოფოდან და უსაფრთხოდ გრძნობს თავს."- განაცხადა დავით ზალკალიანმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system