თავში

მუქარის წერილი ტელეკომპანიებს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

მუქარის წერილი ტელეკომპანიებს - შსს-მ გამოძიება დაიწყო
მუქარის წერილი ტელეკომპანიებს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-მ სხვადასხვა ტელეკომპანიებისთვის გაგზავნილი მუქარის შემცველი წერილის შესწავლა დაიწყო. უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კიბერშეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს სხვადასხვა ელექტრონულ ფოსტაზე მუქარის წერილის გაგზავნის ფაქტების შესწავლა დაიწყო.

წერილის გამომგზავნის მიერ აღნიშნულია, რომ თუ ადრესატები კრიპტოვალუტით გარკვეულ თანხას არ გადარიცხავენ, კიბერშეტევა გაგრძელდება. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მათ შორის დღეს გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინების ფაქტებთან დაკავშირებით, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით,"-აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ დღეს სხვადასხვა ტელეკომპანიებმა, ერთი და იგივე ადრესატისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღეს. წერილის ავტორი კონკრეტულ ანგარიშზე ბიტკოინების ჩარიცხვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიუთითებს, რომ იმ მასალას გამოაქვეყნებს, რომელიც კიბერშეტევისას ტელეკომანიებისგან "მოიპარა."

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system