თავში

მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია 122 000 ლარი ჯდება

მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია 122 000 ლარი ჯდება
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია 122 000 ლარი ჯდება

მუხიანში, მეოთხე ბ მიკრორაიონის  N34 კორპუსის მიმდებარედ, სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, მონტაჟდება გარე განათების სისტემა, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. დაირგვება ხეები და ბუჩქები, დაითესება ბალახი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს და მისთვის ბიუჯეტიდან 122 221 ლარია გათვალისწინებული.

ამ ეტაპზე, გლდანის რაიონის გამგეობა სკვერებს ათ მისამართზე აწყობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system