თავში

მუნიციპალურ ავტობუსში კონდიციონერის ჩართვა დახურული ფანჯრების პირობებში ნებადართულია

მუნიციპალურ ავტობუსში კონდიციონერის ჩართვა დახურული
მუნიციპალურ ავტობუსში კონდიციონერის ჩართვა დახურული ფანჯრების პირობებში ნებადართულია

თბილისში, მუნიციპალურ ავტობუსებში კონდიციონერის ჩართვა მხოლოდ დახურული ფანჯრების პირობებშია ნებადართული. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო სამსახურში მიიღეს. 

მანამდე არსებული წესით, კონდიციონერის მუშაობის დროს, ავტობუსების ფანჯრები ღია უნდა ყოფილიყო. 

კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის თანახმად მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი რეგულარულად უნდა განიავდეს.

გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კოვიდრეგულაციების შემსუბუქება სახელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system