თავში

მურა დათვების დასახმარებლად კამპანია Food Waste დაიწყო - PHOTO

მურა დათვების დასახმარებლად კამპანია Food Waste დაიწყო
მურა დათვების დასახმარებლად კამპანია Food Waste დაიწყო - PHOTO

რამდენიმე კომპანია და ფიზიკური პირი ჩაერთო მურა დათვების დასახმარებლად წამოწყებულ კამპანიაში „Food Waste”. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმოამდგენლებმა, ცხვარიჭამიაში არსებულ ცხოველთა თავშესაფარში შეგროვებული საკვებპროდუქტები მიიტანეს. მათ თქმით, კამპანიის მიზანია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი და მოსახლობის ტყვეობიდან გამოხსნილი მურა დათვების საკვებით უზრუნველყოფა.

„დათვების მოვლისა და სათანადო პირობებით უზრუნველყოფის ხარჯები იზრდება, თავშესაფრის ფინანსური რესურსი კი მწირია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამავლობით და კერძო სექტორის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა დათვების რეაბლიტაციისთვის დამატებითი რესურსების მობილიზება“, - განაცხადა თავშესაფრის დამფუძნებელმა, სოსო ჯიქურიშვილმა.

მურა დათვების თავშესაფარი ცხვარიჭამიაში 2010 წელს დაფუძნდა. აქ თავი მოიყარა მოსახლეობის ტყვეობიდან დახსნილმა 15-მდე ცხოველმა, რომლებიც ბუნებრივ გარემოსთან ადაპტირებულები არ არიან. სპეციალისტების თქმით, დათვების უსაფრთხოების მიზნით, ისინი თავშესაფარში ხანგრძლივი დროით უნდა იყვნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system