თავში

ექიმებს შესაძლოა ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ 

ექიმებს შესაძლოა ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ 
ექიმებს შესაძლოა ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კლინიკებში საკადრო რესურსის დეფიციტზე საუბრობს. თამარ გაბუნიას თქმით კლინიკები განსაკუთრებით ექთნების სიმცირეს უჩივიან. პრობლემას კი ის გარემოება ქმნის, რომ მედპერსონალის დიდი ნაწილი ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში მუშაობს და გადაუდებელი ვითარების დროს ექიმი საავადმყოფოში დროულად ვერ მიდის. აქედან გამომდინარე, მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ექიმებს ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ.

ექიმების რამდენიმე ადგილას მუშაობის საკითხი აქტუალური 2017 წელსაც იყო. ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებდა, რომ ექიმებისთვის სხვა კლინიკებში მუშაობის აკრძალვა არ იგეგმებოდა. თუმცა მაშინ სერგეენკომ თქვა, რომ ასეთ ამკრძალავ რეგულაციებზე მუშაობა სამინისტროს არც დაუწყია და ამას არც მომავალში გეგმავს.

საკითხი აქტუალური გასულ თვეს კიდევ ერთხელ გახდა, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მოამზადა. ცვლილებების თანახმად მოქალაქეებს, ორ ან მეტ სამსახურში ერთდროულად მუშაობა შესაძლოა აეკრძალოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system