თავში

მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის ადვოკატს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი

მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის ადვოკატს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი
მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარის ადვოკატს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარის, შეიხ მირტაგ ასადოვის გამოკითხვა დასრულდა. ასადოვის უფლებადამცველი ქეთი ჩუთლაშვილი ახადებს, მათ უწყებაში გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი, ამიტომ, რას შეეხებოდა სუს-ის კითხვები, ვერ ისაუბრებს.

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, ესე იგი ქმედება, ჩადენილი ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“. სუს-ის ცნობით, არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system