თავში

მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს ზეიმობს - ბათუმის მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა შესრულდა

მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს ზეიმობს - ბათუმის მეჩეთში სადღესასწა
მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს ზეიმობს - ბათუმის მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა შესრულდა

ერთთვიანი მძიმე მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს ზეიმობს. დღესასწაულს ქართველი მუსლიმებიც აღნიშნავენ.

დღესასწაული მორწმუნეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა. ბათუმის ორთაჯამეში იგი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მივიდა. 

სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში საქართველის მუფთმა, ადამ შანთაძემ შეასრულა.

"ერთთვიანი მარხვის შემდეგ ბაირამი არის სულიერი ამაღლებისა და ვნებებზე გამარჯვების დღესასწაული. ყველა მორწმუნეს ვულოცავ ამ უდიდეს დღესასწაულს. ვლოცულობთ ქვეყნისთვის, მსოფლიოში მშვიდობისთვის, იმისთვის, რომ მალე გავიმარჯვოთ პანდემიაზე", - განაცხადა ადამ შანთაძემ.

მლოცველების სიმრავლის გამო, ლოცვა დიდმა ნაწილმა მეჩეთის გარეთ, ქუჩაში შეასრულა.

რამადან ბაირამი მუსლიმური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. მას წინ უძღვის ერთთვიანი მძიმე მარხვა, რომლის დროსაც მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ეკრძალებათ ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღება. ბაირამის დღესასწაულზე მუსლიმები უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან, მოინახულებენ ნათესავებსა და ასევე წინაპართა საფლავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system