თავში

მზად უნდა ვიყოთ ახალი პანდემიისთვის - ჯანდაცვის ექსპერტი

მზად უნდა ვიყოთ ახალი პანდემიისთვის - ჯანდაცვის ექსპერტი
მზად უნდა ვიყოთ ახალი პანდემიისთვის - ჯანდაცვის ექსპერტი

როგორც კი COVID-19 პანდემია მართვადი გახდება, მთავრობამ უნდა დაიწყოს შემდეგი პანდემიისთვის მზადება, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთმა ავტორმა, ზაზა წერეთელმა განაცხადა.

სკანდინავიისა და ბალტიის პირეთის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი, საქართველოს მთავრობას რამდენიმე პუნქტიან გეგმას სთავაზობს. მისივე თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერი სამართლებრივი ჩარჩო, რომლის გააქტიურება შესაძლებელი გახდეება პანდემიის შემთხვევაში, ამასთან, ჯანდაცვის სისტემამ უნდა მიიღოს დახმარება პანდემიის დროს. ექსპერტის აზრითვე, აუცილებელია ლაბორატორიული სიმძლავრეების გაზრდა, რათა გარდა ლუგარის ლაბორატორიისა, სხვა რეგიონებსაც შეეძლოთ იტვირთონ დიაგნოსტიკის და ტესტირების ტვირთი.

"მთავრობამ უნდა დაიწყოს შემდეგი პანდემიისთვის მზადება, როგორც კი COVID-19 პანდემია მართვადი გახდება. ამის მიზეზი არის ის, რომ პანდემიის პირველი დღეებისა და კვირების განმავლობაში რეაგირების სიჩქარე და ეფექტურობა კრიტიკულია.

შემუშავდეს სახელმძღვანელო, რომელშიც შეტანილი იქნება გამოცდილება და სხვადასხვა სიტუაციის მართვის მაგალითები, რომელთა განახლება შესაძლებელია ახალი ინფორმაციით, როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალი პანდემიის დაწყებისას.

ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვანია: მთავრობამ უნდა ხელი შეუწყოს საჭირო ტექნოლოგიების შექმნას, ინფიცირებული შემთხვევების გამოვლენისა და მიკვლევის, საკარანტინო ზომების აღსრულების და ინფორმაციის გავრცელების მიზნით.

რისკის კომუნიკაცია - ინფორმაციისა და რჩევების რეალურ დროში გაცვლა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და რისკის ქვეშ მყოფ საზოგადოებას შორის.

ლაბორატორიული სიმძლავრეების გაზრდა, რათა გარდა ლუგარის ლაბორატორიისა სხვა რეგიონებსაც შეეძლოთ იტვირთონ დიაგნოსტიკის და ტესტირების ტვირთი.

კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოსახლეობის ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. გაიზარდა შიში და შფოთვა. ფსიქოლოგიური გართულებებიდან აღსანიშნავია როგორც ინფიცირებასთან დაკავშირებული შფოთვა და შიში, ასევე საკარანტინე ზომების მიღებით გამოწვეული იზოლაცია, მარტოობა, დეპრესია, ალკოჰოლისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების ჭარბი მოხმარება. COVID-19 პანდემია სერიოზული გამოწვევაა როგორც სათემო ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებისთვის, ასევე ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურებისთვისაც. აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ სამსახურების გაძლიერებისა და მისი მზადყოფნისათვის პოსტ პანდემიური ფსიქიკური კრიზისის დასაძლევად.“- აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი ზაზა წერეთელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system