თავში

მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო - მეუფე პეტრე

მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო - მეუფე პეტრე
მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო - მეუფე პეტრე

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიის ახალ მმართველის მიტროპოლიტ სტეფანეს პასუხობს და ამბობს, რომ მზადაა დნმ-ის ანალიზი ჩააბაროს.

ამასთან, პეტრე ცაავა საპატრიარქოს მოუწოდებს, მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებების მოკვლევა დაიწყოს.

"მეუფე სტეფანე ისე იქცევა, თითქოს ღმერთი არ არსებობს. იქცევა უღმერთოდ.  ცილისმწამებლურად მომიხსენია და დამადანაშაულა, ამიტომ დაუყონებლივ მოვითხოვ საპატრიარქომ აღძრას საქმე, დაიწყოს მოკვლევა და მეუფე სტეფანეს მოუწევს ამ ბრალდებით თვითონვე დაისაჯოს. მზად ვარ დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, იგივეს მოვუწოდებ ყველა მღვდელმთავარს. სტეფანე არის შეპყრობილი, რომელსაც ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია," - განაცხადა პეტრე ცაავამ. 

ცოტა ხნის წინ, ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ ხმაური იყო, პეტრე ცაავას მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილს) დაუპირისპირდნენ. პეტრე ცაავას მომხრეების თქმით, მიტროპოლიტმა პეტრემ, მეუფე პეტრე უკანონო შვილის ყოლაში დაადანაშულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system