თავში

მზად ვარ, გაპატიოთ - თამარ ბაჩალიაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

მზად ვარ, გაპატიოთ - თამარ ბაჩალიაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს
მზად ვარ, გაპატიოთ - თამარ ბაჩალიაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. 

მისი თქმით, თუ მისი „შვილის მკვლელები” დანაშაულს აღიარებენ, მზად არის აპატიოს.

„მივმართავ თამარის მკვლელებს. თუკი აღიარებთ და მოინანიებთ მზად ვარ გაპატიოთ კიდეც და თუ არა მაშინ ვთხოვ კახის ქურმუხის სასწაულმოქმედ წმინდა გიორგის მახვილით განგმიროს თქვენი ბოროტი გულები.”, – წერს სოციალურ ქსელში თეონა თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system