თავში

"მზესუმზირებზე, მთაზე და შატილზე შეყვარებული, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები მიკროავტობუსით ხევსურეთის გზიდან გადავარდნენ"

"მზესუმზირებზე, მთაზე და შატილზე შეყვარებული, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები მიკროავტობუსით ხევსურეთის გზიდან გადავარდნენ"
მზესუმზირებზე, მთაზე და შატილზე შეყვარებული, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები მიკროავტობუსით ხევსურეთის გზიდან გადავარდნენ

შატილის სკოლის მასწავლებელი, მარგარეტ დიაური  შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს,

"დღეს მეგობარმა მომწერა:

ვიღაცა იძახდა, გავხედე და ახალგაზრდა გოგოები შემრჩნენ ხელშიო. შენს მზესუმზირებზე მითხრეს, ვიყიდითო. მეთქი, გაატანე თუ ეს ბედნიერს გახდით, გამიხარდება - მეთქი.

მეგობარმა, მეც ვუთხარი, თუ ძალიან გულით გინდათ წაიღეთ-თქო. ერთი წავიდა მოსაწყვეტად, მეორემ ფული მომიტანა და არ გამოვართვიო. რამდენიმე საათში კიდევ სხვა მოვიდა, ზუსტად იგივე სურვილითო...

ახლა კი ვიგებ რომ, ის ბავშვები, იმ მზესუმზირებზე, მთაზე და შატილზე შეყვარებული, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები მიკროავტობუსით ხევსურეთის გზიდან გადავარდნენ.."- წერს ახალგაზრდა მასწავლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system