თავში

ვაჟა-ფშაველას გამზირი დროებით დაიკეტება

ვაჟა-ფშაველას გამზირი დროებით დაიკეტება
ვაჟა-ფშაველას გამზირი დროებით დაიკეტება

საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 ნოემბრის 23:00-დან 26 ნოემბრის 07:00-მდე ვაჟა-ფშაველას გამზირის მონაკვეთი იონა ვაკელის ქუჩიდან მიხეილ ასათიანის ქუჩამდე გადაიკეტება. ამის შესახებ report.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს.

,,ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით იმოძრავებს იონა ვაკელის, ნუცუბიძისა და ასათიანის ქუჩების გავლით.

ხიდის ადგილზე მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედებულია შუქნიშნით ორგანიზებული ქვეითთა გადასასვლელი", - აცხადებენ მერიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system