თავში

"მზიურის" საბაგიროს შენობა გალერეა-მედიათეკად მოეწყობა

"მზიურის" საბაგიროს შენობა გალერეა-მედიათეკად მოეწყობა

"მზიურის" პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობა თანამედროვე ხელოვნების გალერეა-მედიათეკად მოეწყობა. დაგეგმილ პროექტს თბილისი მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გაეცნო. ის სოციალური საწარმოს - „მზიურის კაფე“ დამფუძნებელ ანა გოგუაძეს შეხვდა და პროექტის დეტალები მოისმინა.

აღნიშნულ პროექტზე საინიციატივო ჯგუფი თითქმის ათი წელი მუშაობდა და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს არაერთი კომერციული შეთავაზება ჰქონდა, გადაწყდა, არსებული სივრცე ხელოვნების დარგისთვის დაგვეთმო და მიგვეცა შესაძლებლობა, განახლებულ „მზიურში“ ბევრი საინტერესო პროექტი განეხორციელებინათ”, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მულტიფუნქციურ სივრცეში საზოგადოების ჯგუფებს შორის კულტურული დიალოგის წარმოება, შემეცნებით-საგანმანათლებლო, კულტურულ აქტივობებში მოქალაქეთა ჩართვა, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის კულტურული ინიციატივების გახორციელება, თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენლებისა და მკვლევარებისთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა.

„მზიურის“ გალერეა სოციალური, არაკომერციული პროექტია, რომლის იდეასა და შესაძლებლობების განვითარებაზე ფონდი „აჰუაჰუ“ მუშაობს. ბავშვთა ქალაქში გალერეა-მედიათეკას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მოაწყობს, ხოლო შემდეგ, აღნიშნული შენობა-ნაგებობა სოციალურ საწარმოს უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაეცემა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system