თავში

მზიურში სოციალური საწარმოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

მზიურში სოციალური საწარმოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მერი, სოციალური საწარმოს – „მზიურის კაფეს“ წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო. პრეზენტაცია სოციალური კაფეს დამფუძნებელმა ანა გოგუაძემ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძესთან ერთად გამართა. მისი განცხადებით, აღნიშნულ სივრცეში 2018 წლიდან დღემდე 176 ღონისძიება ჩატარდა. დედაქალაქის მერმა სოციალური კაფეს დამფუძნებლებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა პროექტების განხორციელების პროცესში მერიის მხრიდან მხარდაჭერა ექნებათ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამჟამად ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად მზიურის პარკის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მისივე თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ პარკი ყველა თაობის ადამიანისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად იქცევა.

„რამდენად მნიშვნელოვანია მზიური ჩვენი ქალაქისთვის, ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის. მზიურში არის ადგილები, რომლებმაც ამ პარკს დამატებით სიცოცხლე შესძინა. სოციალური კაფე „მზიურის” დამფუძნებელ ანა გოგუაძეს, მის თანამშრომლებთან ერთად, მინდა, მადლობა გადავუხადო. ადამიანებს უჩნდებათ სურვილი, მოვიდნენ პარკში და ლამაზ კაფეში დაისვენონ. მიხარია თუ როგორ ზრუნავენ ეს ადმიანები ამ გარემოს მოწესრიგებასა და განვითარებაზე – განაცხადა კახა კალაძემ.

სოციალური საწარმო მომხმარებელს ადაპტირებულ სოციალურ კაფეს, კვებით უზრუნველყოფის სერვისს, ღონისძიებების ტექნიკურ აღჭურვას და მუსიკალურ გაფორმებას, ასევე, ღონისძიებებისათვის განკუთვნილ ინკლუზიურ სივრცეს სთავაზობს.

„მზიურის კაფე“ 2016 წელს „მზიანის“ პროექტ „ახალი მზიურის“ ფარგლებში შეიქმნა. იგი ორ სივრცეს - მზიურის პარკში არსებულ ამფითეატრსა და კაფეს აერთიანებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system