თავში

საქართველოს მოქალაქეები დღეიდან თურქეთში სამკურნალოდ წასვლას შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები დღეიდან თურქეთში სამკურნალოდ წასვლას შეძლებენ
საქართველოს მოქალაქეები დღეიდან თურქეთში სამკურნალოდ წასვლას შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები, დღეიდან, 20 მაისიდან, თურქეთში სამკურნალოდ წასვლას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ გაავრცელა.

როგორც დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა, თურქეთის ჯანდაცვის უწყება ქვეყანაში სამკურნალოდ შესული პაციენტებისა და მათი თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს განსაზღვრავს.

,,თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 20 მაისიდან, ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის მოიხსნება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლაციის უზრუნველსაყოფად. ასევე, თურქეთის ჯანდაცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს", - წერს გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system