თავში

N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული შეჯიბრი მოეწყო

N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული შეჯიბრი მოეწყო
N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული შეჯიბრი მოეწყო

N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული შეჯიბრი მოეწყო. ერთმანეთს მსჯავრდებულები და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები შეეჯიბრნენ. 

მსჯავრდებულების ინიციატივით მოწყობილ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა მსჯავრდებულმა და დაწესებულების ხუთმა თანამშრომელმა გამოთქვა.

კონკურსი მსჯავერდებულების გამარჯვებით დასრულდა და ფინალის შემდეგ ყველამ ერთად დააგემოვნა მომზადებული კერძები და დესერტი.

ღონისძიება მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარდა. 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ზომებისთვის დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაწესებულებებში უცხო პირთა ვიზიტები მაქსიმალურად შეზღუდულია. შესაბამისად, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მიზნებისთვის, პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი პროექტები საკუთარი რესურსების გამოყენებით ხორციელდება და ამგვარი ღონისძიებების ჩატარება სხვა დაწესებულებებშიც იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system