თავში

ნაძალადევის რაიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

ნაძალადევის რაიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა
ნაძალადევის რაიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გზები ამჯერად, ნაძალადევის რაიონში მოირეცხა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სპეციალური ხსნარებით ანაპის, რჩეულიშვილის, რომელაშვილის, ურეკისა და ისაკიანის ქუჩები დამუშავდა. სამუშაოები შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ჩაატარა.

სადეზინფექციო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი სამუშაოები თბილისის ათივე რაიონში, დაახლოებით, 70 ქუჩაზე ჩატარდება.

სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, დეზინფექცია ასევე უტარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system