თავში

ნაძალადევში რეაბილიტაცია რვა სპორტულ მოედანს ჩაუტარდა

ნაძალადევში რეაბილიტაცია რვა სპორტულ მოედანს ჩაუტარდა
ნაძალადევში რეაბილიტაცია რვა სპორტულ მოედანს ჩაუტარდა

მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები რვა სპორტულ მოედანზე განხორციელდა. აქედან ხუთ მინი სტადიონზე სპორტული ინფრასტრუქტურა მთლიანად შეიცვალა. ასევე, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, ზოგიერთ მისამართზე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი.

ერთ-ერთი რეაბილიტირებული მოედანი, რომელიც ზღვის უბნის (თემქა) მე-4 კვარტალში მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა დაათვალიერეს.

„სხვა უბნებთან შედარებით, ზღვის უბანში უფრო მეტ სპორტულ მოედანს ვაკეთებთ, რადგან ამის საშუალებას ტერიტორიაც გვაძლევს და მოსახლეობაც აქტიურად სარგებლობს სპორტული სივრცეებით. ასევე, თბილისის ზღვის სანაპიროსთან მოვაწყვეთ ქვიშის მოედანი, თუმცა ინფრასტრუქტურა მოქალაქეების მიერ მალევე დაზიანდა და ხელმეორედ მოგვიწია სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, გავუფრთხილდეთ რეაბილიტირებულ ინფრასტრუქტურას იმისათვის, რომ მეტი კეთილმოწყობილი სივრცე გვქონდეს და ახალგზარდებიც უფრო მეტად ჩაერთონ სპორტულ აქტივობებში“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

რვა მისამართზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ჯამში, 250 000 ლარამდე დახარჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system