თავში

ნახეთ, რა დაუტოვა უცნობმა დედის გადასარჩენად მებრძოლ ძმებს მანქანაში - PHOTO

ნახეთ, რა დაუტოვა უცნობმ
ნახეთ, რა დაუტოვა უცნობმა დედის გადასარჩენად მებრძოლ ძმებს მანქანაში  - PHOTO

დედის გადასარჩენად მებრძოლ ძმებს უცნობმა მანქანის კარში 20 ლარი დაუტოვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოს ნიკა ქართველიშვილი აქვეყნებს.

„დღეს დილით დამხვდა მანქანის კარებში, საოცარი გრძნობაა როდესაც ხვდები რამდენი „ჩუმი“ სიკეთის მკეთებელი ადამიანი ცხოვრობს თურმე ამ ქვეყანაში.

დიდი მადლობა ამ უცნობ ადამიანს, დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვიდგას, ჩვენ თქვენი დახმარება ძალიან გვჭირდება, მიყვარხართ“,- წერს ნიკა ქართველიშვილი.

ნიკა და რატი ქართველიშვილები დედის სიცოცხლის გადასარჩენად ტაქსაობენ და სამკურნალო თანხის შეგროვებას ცდილობენ. 

მაია ქართველიშვილს მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. სამკურნალოდ ამ ეტაპზე 150 000 დოლარია საჭირო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system