
ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 158 ადამიანის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა უარყოფითი პასუხი მიიღეს, – ამის შესახებ report.ge-ს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქუთაისში ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, განიკურნა 32 ადამიანი.
stopcov.ge-ზე, ამ დროისთვის მონაცემები ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 639
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 349
მათ შორის გარდაცვლილი - 11
კარანტინის რეჟიმში - 4769
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 414
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.