თავში

კახეთში ,,ლუგარიდან" 71 ანალიზის პასუხი მიიღეს

კახეთში ,,ლუგარიდან" 71 ანალიზის პასუხი მიიღეს
კახეთში ,,ლუგარიდან  71 ანალიზის პასუხი მიიღეს

კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. დღეის მდგომარეობით COVID-19 -ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება, - ამის შესახებ report.ge-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 26 მაისს ლუგარის ლაბორატორიაში რეგიონიდან 71 კვლევის ნიმუში გააგზავნეს და ყველა პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. 

,,სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3844 ნიმუში, აქედან 1216 მედპერსონალია, 1434 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 223. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში. 

ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. 

ამ დროისთვის, კახეთის რეგიონში, თვითიზოლაციაში იმყოფება 20 მოქალაქე. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 7 ლოკაციაზე იმყოფება 244 მოქალაქე.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 735-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი, ჯამში განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 557-ს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაცვლილია 12 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system