თავში

კახეთში კორონავირუსზე 158 ანალიზის პასუხი ცნობილია

კახეთში კორონავირუსზე 158 ანალიზის პასუხი ცნობილია
კახეთში კორონავირუსზე 158 ანალიზის პასუხი ცნობილია

კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია. დღეის მდგომარეობით, რეგიონში COVID-19 -ის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება, - ამის შესახებ report.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონულ განყოფილებაში განუცხადეს. 

მათივე ინფორმაციით, 20 მაისს ლუგარის ცენტრში 158 ნიმუში გაგზავნეს და ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ნეგატიურია. 

,,ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ასევე მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც, კერძოდ სამედიცინო პერსონალი, შშმ პირების და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები და კარანტინის მომსახურე სასტუმროს პერსონალი, საბაჟოს თანამშრომლები ", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონულ განყოფილებაში.

მათივე ცნობით, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 3348 ნიმუში, აქედან 1122 მედპერსონალია, 1127 კარანტინის ვიზიტორების და სასტუმროს პერსონალი, შშმ პირი - 193.

ამ დროისთვის, კახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 16 მოქალაქე. 4 მოქალაქე მოიხსნა თვითიზოლაციიდან. რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 9 ლოკაციაზე იმყოფება 348 მოქალაქე. 

ეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 721 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა 485 ადამიანი. გარდაცვლილია 12 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system