თავში

"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა

"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა

გუმათში, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას რვა ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, რვავე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონმდებლობით დააკავეს.

ცნობისთვის, სოფელ გუმათში ვითარება დღეს საღამოს დაიძაბა, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები რკინის ბარიკადების მიღმა გადასვლას ცდილობდენ, რასაც დაპირისპირება მოყვა.

გუმათში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა და შეკრებილ მოქალაქეებს კანონის მოთხოვნების დაცვისა და სიმშვიდის შენაღჩუნებისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system