თავში

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას თბილისში გამართავენ

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას თბილისში გამართავენ
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას თბილისში გამართავენ

ე.წ რიონის ხეობის მცველები საპროტესტო აქციების თბილისში გამართვას აანონსებენ.

სამოქალაქო აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, დედაქალაქში მასშტაბური აქცია 23 მაისს ჩაინიშნა. 

"დღეს იგეგმება ოთხი საათისთვის სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა აქციები, ეს არის უახლოესი გეგმა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 23 მაისს დაგეგმილია ძირითადი აქცია დედაქალაქში. მოვემზადებით ამ დღისთვის, რა თქმა უნდა, აქაც გაგრძელდება პროტესტი, სადაც ვართ და 23-ში დაიწყება აუღებელი აქცია დედაქალაქში",- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system