თავში

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოთხოვნით რიონის ხეობის მოსახლეობამ აქცია გამართა

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოთხოვნით რიონის აქცია გამართა
ნამახვანჰესის მშენებლობის მოთხოვნით რიონის ხეობის მოსახლეობამ აქცია გამართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთში რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილმა "ნამახვანჰესის" მშნებელობის მოთხოვნით აქცია გამართა. 

აქციის მონაწილეების თქმით, გარკვეული ძალა ხელს უშლის ჰესის მშენებლობას და ხეობაში საკვები პროდუქტის შეტანას.

მათი თქმით, ჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან მათზე ბულინგი და ფიზიკური ძალადობაც კი ხორციელდება.

მათივე თქმით, მშენებლობაზე დასაქმებულებს არ ეძლევათ სათანადო მუშაობის შესაძლებლობა. ისინი დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, თუ მათი უსაფრთხოება არ იქნება დაცული, ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.

„კომპანია „ენკამ“ დაასაქმა ადამიანები და მათ მისცა ნორმალურად ცხოვრების შანსი. ახლა კი მშენებლობა გეგმის მიხედვით ვეღარ მიმდინარეობს. ხეობაში არ ატარებენ საწვავს და არ უშვებენ პურის მანქანასაც კი. ვის აქვს უფლება, შეგვიზღუდოს ნორმალური ცხოვრება? ვითხოვთ დახმარებას ხელისუფლებისგან. ჩვენ ვართ ბულინგის მსხვერპლი და გვეძახიან მონებს, გვესვრიან ქვებს, რა უფლება აქვთ პროდუქტს რომ არ ატარებენ სოფლებში? მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system