თავში

"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს

"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს.

აქტივისტების თქმით, კარვები იქნება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო ტალღა გაგრძელდება.

სამოქალაქო აქტივისტის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ხელისუფლებას ხვალ 12:00 საათამდე აქვს ვადა,  რათა მათი მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

იმ შემთხვევაში, თუ  მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება აქტივისტები კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე ხვალ ისაუბრებენ. 

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, მათი მოთხოვნებია, კომპანია „ენკამ“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული.

აქციის მოთხოვნებია: 

გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. 

პასუსხისმგებლობა დაეკისროს ყველა იმ პირს ვინც პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების შემუშავებაში იყო ჩართული. 

გამოცხადდეს ენერგოსექტორში მორატორიუმი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system