თავში

ნამახვანის მიმდებარედ, რიონის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

ნამახვანის მიმდებარედ, რიონის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
ნამახვანის მიმდებარედ, რიონის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

სოფელ ნამახვანის მიმდებარედ, მდინარე რიონის დონე საშიშ ნიშნულს უახლოვდება- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამინდიდან გამომდინარე მოსალოდნელია წყლის დინამიკის გაუარესება.

"არსებული სინოპტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის წყლის დონე უახლოვდება საშიშ ნიშნულს. ამასთან, არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ჰიდროლოგიური მდგომარეობის გაუარესება", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის ამ დროისთვის, სოფელ ნამახვანის მიმდებარედ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ნამახვანში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების მიერ გაშლილი კარვები გაიტანეს.

რიონის ხეობაში ადამიანები, უკვე რამდენიმე თვეა დიდი ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ. 

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 9-12 თვით პროტესტის გამო გადაიდო.

გარდა ამისა, მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მეორე დღე ასამდე მეხანძრე მაშველი ახალგაზრდა კაცს ეძებს. ის მდინარეში ორი დღის წინ შევიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system